ბელარუსში კორონავირუსით 54 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

ბელარუსში ერთ დღეში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 54 680 ინფიცირებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ გასულ დღე-ღამეში ვირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 312 ლეტალური შემთხვევაა.

30 420-მა პირმა ვირუსის დამარცხება შეძლო, სულ რესპუბლიკაში კოვიდ19-ზე 749 917 ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები