რომში კორონავირუსით ინფიცირების ახალი კერები გაჩნდა

იტალიაში დღეიდან საკარანტინე ზომების შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი ამოქმედდა.

თუმცა, აღნიშნულის ფონზე რომში ინფექციის ორი ახალი კერა გაჩნდა.

Euronews-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ქალაქის სამხრეთ ნაწილში, მრავალსართულიან სახლშია. ამჟამად, შენობა პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.

საუბარია ძველ სახლზე, სადაც ტუალეტი და აბაზანა საერთოა, მისი უმეტესობა სამხრეთ ამერიკელი მიგრანტებით არის დაკავებული.

მეორე კერა – ქალაქის დასავლეთით მდებარე სან რაფაელის საავადმყოფოშია. კორონავირუსი აქ ერთი კვირის წინ გამოვლინდა, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვმა ასს გადააჭარბა, მათგან 5 გარდაიცვალა.

მუნიციპალურ მთავრობაში შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან საავადმყოფო ლაციოს რეგიონის მოსახლეობას ემსახურება.

15 ივნისის მდგომარეობით, იტალიაში კორონავირუსის 236 989 ფაქტია გამოვლენილი, 34 345 გარდაცვლილია, 176 370 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები