აშშ-ის რამდენიმე შტატში კორონავირუსის აფეთქებაა
აშშ-ის რამდენიმე შტატში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ვლინდება, მათ შორის, ფლორიდასა და ტეხასში.
ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი უკვე მეოთხე დღეა, ფიქსირდება ალაბამაში.
Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო სამი დღეა, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ალიასკაზე, არიზონაში, არკანზასში, კალიფორნიაში, ფლორიდაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინასა და ოკლაჰომაში.
ჯანდაცვის წარმომადგენლები აფეთქებას იმ საპროტესტო ტალღას უკავშირებენ, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ქალაქ ნიუ იორკისა და ლონგ აილენდის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მათი გახსნა საფრთხის წინაშე დადგება, თუ ადამიანების მასობრივი შეკრება არ შეწყდება.
15 ივნისის მდგომარეობით, აშშ-ში კორონავირუსით 2 094 069 ადამიანია ინფიცირებული, 115 732 გარდაცვლილია, 561 816 განიკურნა.