ჩინეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, დარეგისტრირებულია ინფექციის 18 უსიმპტომო მატარებელი,  ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

​ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ გამოვლენილი 49 შემთხვევიდან 39 ლოკალურია (36 პეკინში, სამი ხებეის პროვინციაში), 10 იმპორტირებულია.

14 ივნისს ჩინეთში 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმრავლესობა უკავშირდება პეკინის საბითუმო ბაზრობას

ეპიდემიის დაწყებიდან ჩინეთში კორონავირუსის სულ 84 335 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების 4 638 შემთხვევა და 79 483 განკურნებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები