პეკინში კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკზე განაცხადეს

პეკინში ერთ-ერთ საბითუმო ბაზრობაზე კოვიდ 19-ის აფეთქების გამო ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.

ამის შესახებ ქალაქის ხელმძღვანელმა, სიუ ხეცზიანმა განაცხადა.

ბაზრობა “სინფადი” 13 ივნისს დროებით მას შემდეგ დახურეს, რაც ეპიდემიოლოგიური გამოძიებით კორონავირუსი თევზის დამუშავების დაფაზე აღმოჩნდა. ფენტაის რაიონში სამხედრო საათების რეჟიმი დააწესეს, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე რეაგირების დონე ისევ მეორემდე გაზარდეს.

ხეცზიანმა ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გაბედულ ზომებს მიიღებს, ბაზრობასა და მიმდებარე რაიონებში ეპიდგამოძიება ჩატარდება, მოხდება ინფექციის წყაროს გამოვლენა და ადამიანების ტესტირება.

გარდა ამისა, დღეს ქალაქ ბაოდინში, რომლის მოსახლეობა 11 მილიონია, ასევე საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები