აზერბაიჯანში კორონავირუსის 336 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ 336 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 9218 ინფიცირებულია.
ოპერატიული შტაბის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსს კიდევ 5 პაციენტი ემსხვერპლა, სულ რესპუბლიკაში 113 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, აღინიშნება, რომ ვირუსის დამარცხება 5113 პირმა შეძლო.
საავადმყოფოებში 3992 პაციენტი მკურნალობს.