ფაშინიანს ეჭვი აქვს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ

სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს ეჭვი აქვს, რომ ქვეყანაში​ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ჩარევით დეზინფორმაცია ვრცელდება.

მან სპეციალური ჯგუფის ფორმირების განკარგულება გასცა, რომელიც საკითხს შეისწავლის.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქვეყანაში კოვიდ19-ის არარსებობის შესახებ მასალები გაავრცელეს და გარდაცვლილთა სტატისტიკით მანიპულირებენ.

“ჯგუფის ფორმირების განკარგულება გავეცი, რომელიც დეზინფორმაციის წყარო უნდა დაადგინოს, გადაამოწმოს, უკავშირდება თუ არა ყოველივე ეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს, არიან თუ არა ძალები, რომლებიც ასეთ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში, არსებობენ თუ არა პოლიტიკური და კრიმინალური წრეები, რომლებიც, ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ფულს ხარჯავენ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი განცხადებიდან სენსაციის გაკეთება საჭირო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები