მეცნიერის პროგნოზით, სექტემბრისთვის აშშ-ში კორონავირუსს კიდევ 100 ათასამდე ადამიანი შეეწირება
აშშ-ში სექტემბრისთვის კორონავირუსს კიდევ 100 ათასამდე ადამიანი შეეწირება, – ამის შესახებ ჰარვარდის ჯანდაცვის ინსტიტუტის დოქტორმა, აშიშ ჯამ განაცხადა.
CNN-თან საუბარში მან თქვა, რომ, დაავადების ამჟამინდელი მაჩვენებლით, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი რეკორდული იქნება.
“ამერიკელების უმრავლესობას ლოკდაუნის პირობებში ცხოვრება არ სურს და მე მესმის მათი. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურად 800-დან 1000 ადამიანამდე მოკვდება. სექტემბრისთვის კიდევ 100 ათას ცხედარს მივიღებთ. აუცილებელია, გავიაზროთ, თუ როგორ შევამციროთ ეს საზარელი მაჩვენებელი ზოგიერთ შტატში”, – თქვა დოქტორმა.
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის 12 ივნისის მონაცემით, აშშ-ში კორონავირუსით 2 023 347 ადამიანი ინფიცირებული, 113 820 ლეტალური შემთხვევაა, 540 292 გამოჯანმრთელდა.