ფაშინიანი ეპიდვითარებაზე: მეც ვარ დამნაშავე
“დისკრიმინაცია უადგილოა, რადგან ეპიდსაწინააღმდეგო წესებსა და მოთხოვნებს არც მთავრობის წევრები და არც ხალხი იცავდა”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
“სომხეთში კრიზისია და ამის დაფიქსირება აუცილებელია. ამაში ყველა ჩვენგანია დამნაშავე. როდესაც ვამბობ – ყველა, მთავრობაც მაქვს მხედველობაში და ხალხიც. ეპიდსინააღმდეგო წესებს სათანადოდ არ ვიცავდით. თვითონაც ვარ დამნაშავე, რისი დამადასტურებელია ის, რომ დავინფიცირდი”, – თქვა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, წესები დაცული რომ ყოფილიყო. უკვე 3 ივნისს უნდა დაწყებულიყო კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის კლება.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ხალხმა კოვიდ-19-თან ცხოვრება უნდა ისწავლოს. მან პროცესი ავტომობილის ფლობას დაუკავშირა. პრემიერის თქმით, როდესაც ავტომობილები გაჩნდა, ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო.
“მაგრამ როდესაც კორექტირება მოხდა და ადამიანებმა მასთან ერთად ცხოვრება ისწავლეს, მსგავსი ინციდენტების რიცხვმა იკლო”, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმინისტრმა.