სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ერთი თვით გახანგრძლივდა
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ერთი თვით გახანგრძლივდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე იქნა მიღებული.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რეჟიმი 13 ივლისის 17:00 საათამდე გაგრძელდება.
სომხეთში ამჟამად მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების ვადა, რომელიც 16 მარტს იქნა დაწესებული, 13ივნისს იწურება.
12 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით 15 281 ინფიცირებული, 258 ლეტალური შემთხვევაა და 5639 გამოჯანმრთელებული.