ზელენსკის რეიტინგი 25,7%-მდე დაეცა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ნდობის რეიტინგი 25,7% შეადგენს, – შესაბამისი კვლევა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა.

გამოკითხვა 24 მაისის-4 ივნისის პერიოდში ჩატარდა, გამოკითხვაში 4 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ლიდერთა ხუთეულში არიან პეტრო პოროშენკო – 11,1%-ით, პარტია “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” იური ბოიკო -9%; იულია ტიმოშენკო 6%; ასევე, პარტია “ძალა და ღირსება”-ს ლიდერი # იგორ სმეშკო – 4%.

აღსანიშნავია, რომ კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტმა კვლევის შედეგები 4 მაისსაც გამოაქვეყნა, მაშინ ზელენსკის მხარს გამოკითხულთა 42,6% უჭერდა.

18 მაისს კი საკუთარი კვლევის შედეგები სოციოლოგიურმა ჯგუფმა “რეიტინგმა”გამოაქვეყნა. გამოკითხვის თანახმად, ზელენსკის მხარს 39,3% დაუჭერდა; პარტია “ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის”თანათავმჯდომარე იური ბოიკო კი 13,9% აიღებდა; პეტრო პოროშენკო 13,3%, ხოლო იულია ტიმოშენკო 8,6%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები