რუსეთში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
რუსეთში კორონავირუსის 8779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 502 436 ინფიცირებულია.
ოპერატიული შტაბის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ 24 საათში დაავადებას 174 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 6 532 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.
ასევე, პანდემიის დაწყებიდან ვირუსის დამარცხება 261 150-მა პირმა შეძლო.