აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 360 239 შეადგენს, ვირუსს 416 201 ადამიანი ემსხვერპლა, 3 454 807 კი განიკურნა.

ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის განახლებული სტატისტიკიდან ირკვევა.

​ამასთან, ინფიცირების მაჩვენებლით ანტირეკორდს აშშ ამყარებს, სადაც ვირუსი უკვე 2 000 464-ს აქვს დადასტურებული, 112 924 გარდაცვლილია, ხოლო 533 504-მა პაციენტმა დაავადება დაამარცხა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირების მსოფლიო რეიტინგის მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს 772 416 პირით, 39 680 გარდაცვლილია, 413 916 კი განკურნებული.

სტატისტიკურად შემდეგია რუსეთი 493 023 ინფიცირებულით, 6 350 გარდაცვლილთა და 252 295 გამოჯანმრთელებულით.

ბრიტანეთში 291 588 ინფიცირებული, 41 213 გარდაცვლილი და 100 269 გამოჯანმრთელებულით; მზარდია ინფიცირების რიცხვი ინდოეთში, სადაც უკვე 276 583 დაავადებულია, 7 745 გარდაცვლილი და 135 206 კლინიკებიდან გაწერილია. რეიტინგის ხუთეულში ესპანეთია 135 206 ინფიცირებულით, 27 136 გარდაცვლილითა და 150 376 განკურნებულით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები