იანვარ-აპრილში პორტებსა და რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2.5%-ით გაიზარდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-აპრილის პერიოდში ქვეყანაში ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 12.2 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლებს 2.5%-ით აღემატება. მიმდინარე წლის ოთხ თვეში ფოთის პორტის ტვირთბრუნვამ 2.7 მილიონი ტონა შეადგინა. ყულევის ტერმინალი – 0.6 მილიონი ტონა, ზრდა 50%; ბათუმის საზღვაო ნავსადგური – 1.1 მილიონი ტონა, ზრდა 10%; სუფსის საზღვაო ტერმინალი – 1.5 მილიონი ტონა, ზრდა 25%.
რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას – მის მიერ გადაზიდული ტვირთების ჯამური ოდენობა 3.6 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 5.8%-ით მეტია.