საქართველოში წელს 50 ათასი ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან

2020 წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონას გადააჭარბებს, – ასეთია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პროგნოზი.
დარგის სპეციალისტების ვარაუდით, მოსავლის 90%-ზე მეტი ექსპორტზე გავა, გასაღების ძირითადი ბაზარი კვლავ იტალია და გერმანია იქნება.

გაერთიანების ცნობით, სექტორი უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებას განიცდის და ქვეყანაში მავნებლებისა და, კლიმატური პირობების სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში, მოსავლიანობა 4 წლის პერსპექტივაში 120 ათას ტონას მიაღწევს.

ამ დრომდე რეკორდული მაჩვენებელი 60 ათასი ტონა იყო. რაც შეეხება 2019 წლის მოსავალს – ექსპორტზე, დაახლოებით, 35 ათასი ტონა თხილი გავიდა, რაც 2018 წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები