ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 44 პირია მოთავსებული

სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში ამ დრომდე 34 ადამიანი იმყოფება, ხოლო ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 44 პირია მოთავსებული.

როგორც “რეგიონულ კვირას” სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ჯამურად, ეპიდზედამხედველობის ქვეშ 1758 პირი იმყოფებოდა.

სამი ივნისის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ19“-ზე 73 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს – საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში 6 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას.

რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები