„ბელა და მისი მეგობრები“ – საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

4 აპრილს 18:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში   საქველმოქმედო კონცერტი – „ბელა და მისი მეგობრები“ გაიმართება.
კონსერვატორიის ინფორმაციით, მონაწილეობენ: ბელა მახარაძე, ვიოლინო; ნათია ქავთარაძე, ფორტეპიანო; გოჩა დათუსანი, ბანი; ნანა რაზმაძე, მეცო-სოპრანო;  ბაჩო მენაბდე, ფორტეპიანო; ზურა დათიკაშვილი, მომღერალი, ლოტბარი;  ანუკი ცქვიტინიძე, მომღერალი;  გელა დონაძე, მომღერალი; გოგა მესხი, მომღერალი; თემურ გოგსაძე, პოეტი.
პროგრამაშია:  ვივალდი, ბრამსი, გრიგი, კორსაკოვ-კრაისლერი, როსინი, ბიზე, ლეგარი, პიაცოლა, ბერკემერი, ხორბალაძე, გაბაიძე და სხვა.
კონცერტი ტარდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები