“როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდის ინიცირებით საქართველოს პარლამენტი იღებს შესაბამის ცვლილებებს კანონებში და ქმნის ახალ კანონებს, აქ მთავარი პრინციპი არის ადამიანის უფლებების დაცვა” – გორდულაძე

“როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდის ინიცირებით საქართველოს პარლამენტი იღებს შესაბამის ცვლილებებს კანონებში და ქმნის ახალ კანონებს, აქ მთავარი პრინციპი არის ადამიანის უფლებების დაცვა, ღირებულებები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და დიახ, ეს არის პრევენცია შესაძლო დარღვევებისა და შესაძლო დანაშაულებისა”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა

„პირველი – „ოთხი შვილი დატოვეთ დედის გარეშე“- ო. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ ეთერში კონკრეტული ქალბატონი საერთოდ არ ფიქრობდა საკუთარ 4 შვილზე, როდესაც დემონსტრაციულად აზიანებდა სხვის საკუთრებას, ამას წარმოადგენდა როგორც პოლიტიკურ აქვს და თუ ეს ყველაფერი არ იქნებოდა პასუხგაცემული, მაშინ ვიღებთ ასეთ მოცემულობას, რომ დანაშაული შეიძლება ჩაიდინო საჯაროდ და პასუხი არ მოგეთხოვოს.

ზუსტად იგივე მოცემულობა, როდესაც ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ ის ქმედება ჩაიდინა, რომელშიც სასამართლომ დაინახა, რომ არის დანაშაული. ერთი წლით ადრე, „ქართული ოცნების“ ბანერები მიზანმიმართულად დააზიანეს, გაანადგურეს, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებათა არქონის გამო ბოლომდე ვერ მივიდა. როდესაც დანაშაული არ გახდა დასჯადი, შემდეგ ვნახეთ რომ თითქოს დასაშვებია, თითქოს მისაღებია.

მას ჰქონდა შესაძლებლობა, გადაეხადა 5 ათასს ლარიანი გირაო ან შემდეგ უბრალოდ ეღიარებინა ჩადენილი დანაშაული.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი [მზია ამაღლობელი] და ეს თუ გმირობაა, მაშინ გამეცით პასუხი {მიმართავს არჩილ გამზარდიას] რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები