საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით გლობალურ კამპანიას – „დედამიწის საათი”
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას – „დედამიწის საათი”.
„დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი ინიციატივაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.
კამპანიას საქართველო წელს უკვე მეთვრამეტედ შეუერთდა.