“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას” – გორდულაძე

“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.

„მაშინ, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა გამოხატა თავისი პატივისცემა და ამქვეყნიურ გზაზე გააცილა საქართველოს პატრიარქი, მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო მეტი ადამიანი სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, რომელმაც ვერ მოახერხა[მისვლა], სხვანაირად გამოხატავდა თავის პატივისცემას, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არ აქვს ალტერნატივა იმ ღირებულებებს, რომელიც მოგვდგამს წარსულიდან, რომელიც არის აწმყოს შექმნილი და რომელიც არის მშობელი მომავლისა.

რაზეც ჩვენი გუნდის წევრები საუბრობენ, რომ უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ჩვენი ქვაკუთხედი – ოჯახი, განსაკუთრებით არასრულწლოვანები და ჩვენი შვილები, ეს არ არის რაიმე ჰიპოთეზური საფრთხე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება, არსებობდეს და მომავალში დადგეს“, – თქვა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები