გიორგი სოსიაშვილი: ბაჩო ახალაია წლების განმავლობაში იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელმაც ქართველ ხალხს სული გაუმწარა
“ბაჩო ახალაია წლების განმავლობაში იყო იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელმაც ქართველ ხალხს სული გაუმწარა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ ის ორგანიზებას უწევდა სახელმწიფო გადატრიალებას, როდესაც სურვილი ჰქონდათ, ძალადობრივი გზით დაემხოთ ხელისუფლება და ქვეყანაში ყოფილიყო კატასტროფული სიტუაცია. პრინციპში, ახალი რაც თქვა მან, ეს იყო მისი ამ სცენარის მორიგი გაგრძელება – პირდაპირ განაცხადა თავის პირით, რომ დამხობისკენ მოუწოდა საზოგადოებას. როგორც მან აღიარა, კიდეც უნდა აგოს პასუხი თავის მიერ გაცხადებულ ამ დანაშაულზე“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.