“გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლესთან დაკავშირებით ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას” – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლესთან დაკავშირებით ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას”, – ამის შესახებ ჩუხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
“საზოგადოებისთვის სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განვმარტავთ, რომ ხელოვნების სასახლის სახურავის სარემონტო სამუშაოები, რომელიც 2025 წელს დაიწყო, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სივრცის მოწესრიგება.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მტკიცება, თითქოს, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას”, – განმარტებულია ინფორმაციაში.

