გიორგი კახიანი: ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით – ერთი მხრივ, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ, პატრიარქის მოსაყდრეს ლანძღავენ
“ამ დღეებმა დაგვანახა ფარისევლობა ბევრი პოლიტიკოსის სახით. ერთი მხრივ ისინი, ვითომ პატრიარქის პატივისცემას გამოხატავენ და მეორე მხრივ ლანძღავენ პატრიარქის მოსაყდრეს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
„პატრიარქი ახალი დაკრძალული იყო და ასეთ დღეებშიც კი ცდილობდნენ ასეთი თემებით მანიპულირებას, აი, ასეთ ძალასთან გვაქვს საქმე. ახალი პატრიარქის არჩევის თემით ცდილობენ მანიპულირებას, პოლიტიკურ პროცესებში ამ ყველაფრის გადაყვანას და ეს მიზნად ისახავს ეკლესიაში და საზოგადოებაში განხეთქილების შემოტანას. გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ახალი პატრიარქის არჩევას, ეს წმინდა სიონის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა კახიანმა.