“საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები, ალბათ, მოგროვდება, მაგრამ ამ თემის სასწორზე შეგდება უპასუხისმგებლობაა”

“საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები, ალბათ, მოგროვდება, მაგრამ სასწორზე ამ თემის შეგდება არის უპასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია უცვლელია.

“საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები, ალბათ, მოგროვდება, მაგრამ სასწორზე ამ თემის შეგდება არის უპასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. თუკი ეს ცვლილება ვერ გავა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუ არ იქნება შესაბამისი რაოდენობა მხარდამჭერების, რადგან შეიძლება, რაიმე შეიცვალოს არა უმრავლესობის, არამედ უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების მიდგომაში, ეს განაპირობებს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება ძველი სქემით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები