ლონდონში აქციაზე აფროამერიკელებს სოლიდარობას უცხადებენ
ლონდონში რამდენიმე ასეული ადამიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ აფროამერიკელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად აქციაზე შეიკრიბა.
შეკრებილები სკანდირებენ – “ფერადკანიანთა სიცოცხლეს აზრი აქვს”, “არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა” და ჯორჯ ფლოიდის სახელს ყვირიან.
ორგანიზატორებმა მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, სოციალური დისტანცია დაიცვან.
პროტესტი მშვიდობიან ხასიათს ატარებს, წესრიგის დაცვას პოლიციელები აკვირდებიან.
ლონდონში ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით ეს უკვე მეორე აქციაა. კვირას გამართული დემონსტრაცია დაკავებებით დასრულდა.