კახა კალაძე: დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს, არასწორს უწოდებს.

მისი თქმით, პარტიაში თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია. თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს. ჩვენთვის მთავარია საზოგადოებას შევთავაზოთ მომავლის სწორი ხედვა, როგორი იქნება ქვეყნის განვითარების გეგმა, რა პროექტები იქნება განხორციელებული. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი, ზოგი მაჟორიტარი, ზოგი სიით. როდესაც უკვე არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს, უკვე მერე გადაწყდება, ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას.

გიორგი გახარია არის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი. მან კონკრეტულ შემთხვევებში კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რამდენად დიდია მისი ჩართულობა ყოველდღიურ მენეჯმენტში. ეს დაგვანახა თუნდაც პანდემიასთან ბრძოლამ. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ეს რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად, არის ხელისუფლების დამსახურება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები