რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პირი განიკურნა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 116 ტესტი გამოიკვლიეს და ყველას პასუხი უარყოფითია,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში განახადეს.
მათივე ინფორმაციით, გამოკვლეულ მასალებს შორის, რუხის საავადმყოფოდან ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი იყო, ორივეს მათგანის მეორე შუალედური პასუხი , კორონავირუსზე, უარყოფითია. ისინი საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკას, ხვალვე დატოვებენ. მათგან ერთი პაციენტი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება, მეორეს კი თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
30 მაისის მონაცემებით, 116 ნიმუშიდან გამოკვლეულთა შორის 15 “ცხელების ცენტრების” პაციენტი იყო, 41 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, ოთხი კარანტინიდან, 52 ფოთის საბაჟოს თანამშრომელი, ოთხი კი, თვითიზოლაციაში მყოფი.