“პლაქვენილი” მძიმე პაციენტებში გამოვიყენეთ, ყველა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გამოცხადებულია და მათი უმრავლესობა უამრავი თანმხლები დაავადებით იყო”
“ყველა ის პაციენტი, რომელიც საქართველოში გარდაიცვალა იყო ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. რაც შეეხება “პლაქვენილს”, მისი გამოყენების შედეგად არცერთი სერიოზული გართულება ჩვენთან არ დაფიქსირებულა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “პლაქვენილი” საქართველოში მძიმე პაციენტების სამკურნალოდაც გამოიყენეს, თუმცა მათ უმრავლესობას თანხმლები დაავადებები ჰქონდათ და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა.
„დიახ, მათთან “პლაქვენილი” გამოვიყენეთ, რამდენადაც ეს იყო მძიმე პაციენტები, მაგრამ ყველა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გამოცხადებული და ისტორიაში აღნიშნულია. გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა იყო უამრავი თანმხლები დაავადებებით. ყველა ეს პაციენტი, რომელიც საქართველოში გარდაიცვალა, იყო ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. რაც შეეხება “პლაქველინს” – არცერთი სერიოზული გართულება ჩვენთან არ დაფიქსირებულა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მედიკამენტმა არ შეიძლება მოგვცეს გართულებები ისევე, როგორც ნებისმიერმა მედიკამენტმა. დღეს ფავორიტად მიჩნეული რემდესივირი, რომელიც ყველაზე იმედისმომცემ პრეპარატად მიიჩნევა მის კვლევებშიც უამრავი გვერდითი მოვლენები ფიქსირდება. არსად თქმულა, რომ “პლაქველინი” იყო გარდაცვალების მიზეზი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფი სწავლობს თუ რამდენიმე გართულება იყო, რამდენად სერიოზული იყო და რამდენად არის ეს მიზეზი იმისთვის, რომ პლაქვენილი ამოღებული იყოს ამ კვლევიდან, ჯერჯერობით ის დროებით არის ამოღებული. საქართველოში “პლაქვენილი” კვლევაში ჩართული არ იქნება, ვიდრე არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.