ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
„თბილისის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან?“ – ეს იყო კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დაუსვეს რესპონდენტებს, შედეგები კი ასე გადანაწილდა:
- კახა კალაძეს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს 66,5%-იანი მხარდაჭერა;
- ირაკლი კუპრაძეს „ძლიერი საქართველოდან“ – 13,5%;
- იაგო ხვიჩიას – „გირჩის“ კანდიდატს კი 13%;
- სხვა კანდიდატებს საერთო ჯამში გამოკითხულთა 7% უჭერს მხარს.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.