თორსა-დღვაბის გაზიფიცირება დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, გაზსადენის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია გაეცნო.
“პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 888 ათასი ლარია, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 400-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.