დამოუკიდებლობის დღე სამეგრელოში განსხვავებული ფორმით აღინიშნა

კორონავირუსის პანდემიის გამო, 26 მაისი სამეგრელოში, როგორც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, განსხვავებული ფორმით აღინიშნება.

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობასა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სახელმწიფო დროშები გამოიფინა.

ზუგდიდის ახალ რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში  ვარდებით შემკობილი 26 ციფრის ატრაქცია დამონტაჟდა.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ყველა ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავდა, თუმცა კორონავირუსმა ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნის დღის წესრიგი სრულიად შეცვალა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავი მოკრძალებულად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები