ეროვნული ბანკი: სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, მარტთან შედარებით, ლარში ნომინირებული სესხების საშუალო განაკვეთი 1.8 პროცენტული პუნქტით 21.9%-მდე გაიზარდა.
6.1%-მდე 1.3 %-ით გაიზარდა უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხების საშუალო განაკვეთი.
კიდევ უფრო მაღალია ცვლილება წლიურ ჭრილში. გასულ წელთან შედარებით, წელს აპრილში ლარის სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 17.4% იყო, შესაბამისად, საკრედიტო რესურსი გაძვირდა 4.5 პროცენტით, ფიზიკური პირებისთვის უცხოურ ვალუტაში სესხების საპროცენტო განაკვეთები კი პირიქით, შემცირდა 0.8 პროცენტული პუნქტით
იურიდიული პირების ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი აპრილში 12.1% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. უცხოურ ვალუტაში განაკვეთმა 6.9% შეადგინა, რაც წინა თვის იდენტური მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები