ზვიად ძიძიგური: “კონსერვატორები” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ
დეპუტატის, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურია.
მისივე თქმით, “კონსერვატორები” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ამბობს, რომ რაღაცაზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდით. მე ამ კამათში არანაირი მონაწილეობა არც თავიდან არ მიმიღია და არც ახლა ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.
საკონსტიტუციო ცვლილება შემოდის. მიმაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ცვლილება და ამას “კონსერვატორები” მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.