საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევა არის დადასტურებული.
ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი და მათი რაოდენობა სულ 495-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3614 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები