ქარელში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ დვანში გზის მოასფალტების პროცესი მიმდინარეობს. როგორც“ რეგიონულ კვირას“ მუნიციპალტეტის მერიაში განუცხადეს, სამშენებლო პროცესი მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებული სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარებს.

„სოფელ დვანშიც განახლდა გზის ასფალტირების სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონის საფარით.სულ დაიგება 1,331 კმ. გზის საფარი”, – განაცხადეს მერიაში.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 708 787 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „შარა“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები