ქარელის მერიამ ვეტერანებს 9 მაისთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, არსენ თევდორაშვილსა და ვიქტორ ოდიკაძეს მერის პირველმა მოადგილემ – ვლადიმერ სულაქველიძემ და მერის წარმომადგენლებმა პირადად გადასცეს სასაჩუქრე პაკეტები.

ასევე, მერიის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებს ერთჯერადად ფულადი დახმარებაც გადაეცათ 500 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები