ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ფოთის მერიიდან აცნობეს.

„საქართველოში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 75 წლისთავი აღინიშნა. კაცობრიობის ყველაზე დიდ მტერთან, ფაშიზმთან ბრძოლას 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის 2500 ფოთელის. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. დიდია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ყველას ვეტერანს და მათთან გათანაბრებულ პირს ვულოცავ 9 მაისს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, -განაცხადა ფოთის მერმა.

ცნობისთვის, ქალაქ ფოთის მერის N 04/643 ბრძანებით მეორე სოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეებს ერთჯერადი ფულადი პრემია გადაეცათ.

დღესვე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს სასურსათო კალათები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები