ეკატერინე ტიკარაძე: არჩევნებამდე საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ეფექტურად ვმართოთ ინფექციის გავრცელება
“არჩევნებამდე ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ეფექტურად ვმართოთ ინფექციის გავრცელება”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – “არჩევნებთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა და ხელისუფლებას მოუწოდა, დაიწყოს მუშაობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. თუ მუშაობთ ამ მიმართულებით, რა რეკომენდაცია გაქვთ და არის თუ არა არჩევნების ჩატარება უსაფრთხო”.
მისივე თქმით, შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად სწავლობს თითოეულ გარემოს, სადაც ადამიანებს მუშაობა მოუწევთ.
„არჩევნებამდე ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ეფექტურად ვმართოთ ინფექციის გავრცელება. ასევე, გვაქვს მოლოდინები, როგორი შეიძლება, იყოს ინფექციის გავრცელება უკვე შემოდგომაზე. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ დაკვირვებას და გავცემთ რეკომენდაციებს როგორც საჯარო სტრუქტურებისთვის, ასევე, კერძო სექტორისთვის, ვინაიდან იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხდება დაგეგმარება ეკონომიკური სექტორის გაშლის. ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად სწავლობს თითოეულ გარემოს, სადაც ადამიანებს მოუწევთ მუშაობა. როდესაც დადგება საკითხი, დღის წესრიგში განვიხილოთ ის, თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.