გორის ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა

ა(ა)იპ “გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო” ​ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.

როგორც “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოდან აცნობეს, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სპეციალური საშუალებებით დამუშავდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩების სავალი ნაწილი და ტროტუარები. ასევე, ქალაქში არსებული სკვერების, ბავშვთა გასართობი სივრცეების, მიწისქვეშა გადასასვლელების, აგრო მაღაზიების, ქსელური სუპერმარკეტების, ბანკების, აფთიაქების, საავადმყოფოებისა და სხვა ხალხმრავალი ადგილების მიმდებარე ტერიტორიები.

“კეთილმოწყობის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების გატარებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები