ოზურგეთის საკრებულოში ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ონლაინ სხდომა გამართა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ სხდომა ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით გამართა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საკრებულოს წევრებმა საკითხები ონლაინ, შესაბამისი ელექტრონული მექანიზმების გამოყენებით განიხილეს.

სხდომაში მონაწილეობა, ბიუროს წევრებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დისტანციურად მიიღეს. სრულად იქნა დაცული რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმები, მათ შორის, მოქალაქეთა ინფორმირება, საჯაროობა.

სხდომის პირდაპირი ტრანსლირება საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განხორციელდა.

“მნიშვნელოვანია, საკრებულომ შეუფერხებლად წარმართოს საქმიანობა. შესაბამისად, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას. ეფექტურად ვიყენებეთ ელექტრონულ მექანიზმებს. დღეს, დისტანციურად, ონლიან რეჟიმში წარვმართეთ საკრებულოს ბიუროს სხდომა, დაცული იყო როგორც ჩართულობა, ასევე საჯაროობა და გამჭვირვალობა”, – აღნიშნა დავით დარჩიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები