დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს აპრილის თვის სურსათის მარაგი გადაეცათ

დუშეთის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღის 700-მდე აღსაზრდელს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, აპრილის თვის საკვები პროდუქტები გადაეცათ.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დუშეთის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ა(ა)იპ “სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” თანამშრომლებსა და მოხალისეებთან ერთად პროდუქტების გაცემის პროცესში პირადად მიიღეს მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა – შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა – ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის მოადგილემ – ზაქარია ხეხელაშვილმა.
ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და საბავშვო ბაღების პერსონალს გაესაუბრნენ.

“მუნიციპალიტეტის თვრამეტივე საბავშვო ბაღში 12 სახის არამალფუჭებადი პროდუქტისაგან შემდგარი სასურსათო პაკეტი დარიგდა, რის შედეგადაც მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავად მოუმზადონ სადილი სახლში პატარებს კვების სრულფასოვანი რაციონით.
აღსაზრდელების ნაწილს საკვები პროდუქტი ადგილზე გადასცეს მერის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები