ლადო ბოჟაძე: მესმის, რომ სხვა ქვეყნები მეტს ახერხებენ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ეკონომიკის მასშტაბები და სახელმწიფოს რესურსები

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

„დღეს მოვისმინეთ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სხვა ქვეყნების გეგმაზე უკეთესია და მაქსიმალურად ორიენტირებულია მოქალაქეების სოციალ-ეკონომიკური მდგომაროების შემსუბუქებაზე, ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნაზე და თან ისე, რომ გაგრძელდეს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მაქსიმალური ზრუნვა.

სოციალური პაკეტი გულისხმობს თითქმის ყველა მოწყვლადი ჯგუფის: სოციალურად დაუცველი, შშმპ, პენსიონერი, თვითდასაქმებული, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისა და ა.შ დახმარებას. კომუნალური გადასახადების ანაზღაურება, პირველად პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა და სხვა. მესმის, რომ სხვა ქვეყნები მეტს ახერხებენ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ეკონომიკის მასშტაბები და სახელმწიფოს რესურსები. ამერიკაც კი, პირველი ეკონომიკა მსოფლიოში, მხოლოდ განსაზღვრულ სეგმენტებს ეხმარება 1200$ და არა ყველა მოქალაქეს, აქვე გავითვალისწინოთ მათი ცხოვრების დონე, ფასები და ა.შ., ჩვენს რეალობასთან შედარებით. რაც ყველაზე მთავარია, ანტიკრიზისული გეგმა არის რეალისტური და შესრულებადი. მშვიდობა და წარმატებები საქართველოს“, – წერს ბოჟაძე „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები