საქართველოში 27 აპრილამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 27 აპრილამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
“27 აპრილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.