ირაკლი ჩიქოვანი: შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ პიკურ ფაზაში ვიქნებით
“დღეს უკვე სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ – შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ პიკურ ფაზაში ვიქნებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ქვეყანა სრულ მასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა, ამასთან, დღეს უკვე სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ პიკურ ფაზაში, შესაბამისად დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.