უფასო ნავთობი – რა შუაშია კორონავირუსი და რა იქნება შემდეგ
მინუს 40 დოლარი ბარელში – ასეთი ფასი ნავთობზე მსოფლიოს არ ახსოვს. უნდა უხაროდეთ თუ არა მათ, ვინც ნავთობს ყიდის? აქვთ თუ არა შეშფოთების საფუძველი ნავთობის გამყიდვლებს? პასუხია არა, უბრალოდ, მატრიცამ “გაჭედა”. ესაა ტექნიკური ჩავარდნა, ფინანსური აფიორა, რომელსაც რეალობასთან სულ მცირე შემხებლობა აქვს. საწვავის ავზის გავსებისთვის ფულს აქეთ არავის გადაუხდიან, ეს ფაქტია.
ნამდვილი ნავთობი და არა ფიუჩერსები ( კონტრაქტები), მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი ისტორიულ მინიმუმზეა, ისევ ღირებულია. ივნისის ფიუჩერსებით ერთი ბარელი ამერიკული WTI 22 დოლარი ღირს, ხოლო ევროპული Brent-ი 26 დოლარად ივაჭრება.
მინუს 40 დოლარი იყო ნავთობის ფასი გარკვეული დროის განმავლობაში და ამ დრომ გადაიარა.
რა მოხდა?
ფიუჩერსები იყო მაისის და ის 21 აპრილს დასრულდა. იმის გამო, რომ ნავთობზე მოთხოვნა მინიმუმზეა, ინვესტორები შეეცადნენ მის თავიდან მოშორებას ნებისმიერ ფასად.
ნავთობი საჭიროზე მეტია.
რომ არა პანდემია, ორშაბათს ამოწურული მაისი ფიუჩერსების ( კონტრაქტები) მფლობელები შეეცდებოდნენ, მიეღოთ რეალური პროდუქტი (ნავთობი) და გადემუშავების შემდეგ დაესაწყობებინათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. მიზეზი ისაა, რომ ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში მინიმუმამდეა დასული, შესაბამისად, მოთხოვნა ნავთობზე 30 %-ით შემცირდა.
ამას რუსეთმა და OPEC მა მოპოვების 10 %-იანი შემცირებით უპასუხეს. ბაზარზე ეს მხოლოდ მაისში აისახება, თუმცა მოპოვებული ნავთობის 20 % მაინც აუთვისებელი რჩება.
ნავთობსაცავები მსოფლიოში, ფაქტობრივად, გადავსებულია. ადგილი დარჩა მხოლოდ 1 მილიარდი ბარელისათვის, რაც ამჟამად მსოფლიოში არსებულ მოთხოვნას 10 ჯერ აღემატება.
კორონავირუსის პანდემიის გამო ტრეიდერებს, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებს მოუწევთ, მოიფიქრონ, სად დაასაწყობონ 30 მილუონი ბარელი დღეში.
ნავთობის გაძვირების მოლოდინში და გადავსებული რეზერვუარების ფონზე, ტრეიდერებმა ჭარბი ნავთოიის დასაწყობება ზღვაში იმ ტანკერებზე დაიწყეს, რომლებიც ტრანსპორტირებისთვისაა განკუთვნილი.
“როიტერის” ცნობით, დაახლოებით, 2 კვირაში დრეიფზე მდგარ ტანკერებში 160 მილონი ბარელი ნავთობი დაგროვდა. ნავთობით გადავსებული, დაახლოებით, 500 ტანკერი ღუზაზე დგას, ეს მაშინ როცა მსოფლიოში სულ 770 სუპერტანკერია. (ტვირთამწეობა 2 მილიონი ბარელი).
რა ელის რუსეთსა და მის ნავთობს?
“როიტერის” ცნობით, რუსული Urals -ის მარკი ნავთობის ფასი, ამჟამად, ორჯერ ნაკლებია იმ ფასზე ( 1 ბარელი -42 დოლარი) იმ ფასზე, რაც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტშია ჩადებული. იმ შემთხვევაში, თუ Urals -ის ფასი 42 დოლარს აჭარბებს, მიღებული შემოსავალი საბილიზაციის ფონდში მიემართება. სხვა შემთხვევაში, თანხა პირიქით სატაბილიზაციის ფონდიდან იხარჯება. რა მოხდება მომავალში და რა პერსპექტივა აქვს Urals -ს – ეს მხოლოდ კორონაკრიზის, დასრულების შემდეგ გაირკვევა.