წვიმა, ძლიერი ქარი, თოვლი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა, – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა – ზოგან ძლიერი, 22 აპრილიდან მაღალმთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.