ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის ემზადებიან

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიისთვის ემზადებიან. ტაძარში სრულადაა დაცული უსაფრთხოების წესები.

სადღესასწაულო ღვთისმხახურებას ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აღავლენს.მრევლი ტაძარში კომენდატის საათის დაწყებამდე მივიდა და იცავს უსაფრთხოებისთვის დადგენილ რეკომენდაციებს.

შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია 23:00 საათზე დაიწყება.

უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ტარდება  სააღდგომო ლიტურგია ქუთაისის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარშიც, სადაც მრევლი  საღვთო მსახურებას ტაძრის ეზოდან ისმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები