ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა

ბოლნისის მერიის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საზღვრებთან მოეწყობა ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცავები გააკონტროლებენ.

“აღსანიშნავია, რომ კომპანია RMG საქმიანობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ, მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები