ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი: შეიკრიბებიან სასულიერო პირები და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, ეპარქია სრულად ითვალისწინებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით.

მეუფეს განმარტებით, საპატრიარქომ გუშინ გააკეთა ოფიციალურ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც ექნება სურვილი და საშუალება, საღამოს 09:00 საათიდან დილის ექვს საათამდე მივა ტაძარში.

“რეკომენდაციებს, რომლებიც არის გაჟღერებული სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროსგან, ეპარქია დიდი ხანია, იცავს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

როგორც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღდგომის ღვთისმსახურებამდე შეიკრიბებიან ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს იქნება ზუგდიდის მშენებარე ტაძარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები