“ყველა შეზღუდვა და აკრძალვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი თითოეული თანამოქალაქის სიცოცხლე”
“საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის მოთხოვნას, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 10 მაისამდე გაახანგრძლივოს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა შეზღუდვა და აკრძალვა მიმართულია იქეთკენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება ავირიდოთ.
„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის მოთხოვნას, 2020 წლის 10 მაისამდე გაახანგრძლივოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გავითვალისწინოთ და გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ყველა შეზღუდვა და ყველა აკრძალვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი თითოეული თანამოქალაქის სიცოცხლე და ავირიდოთ კოვიდ 19-ის ფართო გავრცელება. ასევე, ეს გადაწყვეტილებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრების რიტმი დაბრუნდეს უფრო სწრაფად, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არ მივმართავთ ამ სპეციალურ ზომებს და ამ შეზღუდვებს. კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობის სახელით მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენს ქვეყანაში მყოფ ყველა ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები, დავრჩეთ სახლში და ამით დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაც”, – განაცხადა ჩიქოვანმა.